ივანიშვილი არღვევს აშშ-ის სანქციებს, იცავს თავს და ქვეშევრდომებს საერთაშორისო პასუხისმგებლობისგან, ხოლო საქართველოს უბიძგებს რუსეთისკენ და აშორებს დასავლეთს, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ტვიტერში წერს.
"ივანიშვილი არღვევს აშშ-ის სანქციებს იმით, რომ ახლახან სანქცირებული ყოფილ გენერალურ პროკურორს მის ანგარიშებზე წვდომის უფლებას აძლევს საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით. ივანიშვილი აკონტროლებს არა მხოლოდ ყველა ინსტიტუტს, არამედ იცავს საკუთარ თავს და მის ქვეშევრდომებს საერთაშორისო პასუხისმგებლობისგან, ხოლო საქართველოს უბიძგებს რუსეთისკენ და აშორებს მას დასავლეთს", - წერს გიორგი გახარია.