სომხეთში მთავრობის შენობასთან ყარაბაღში ბაქოს „ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყებასთან დაკავშირებით შეკრებილი საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.
მთავრობის შენობასთან შეკერებილია ათასობით ადამიანი, რომლებიც „ღალატისთვის“ ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, ისროდნენ ქვებს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყეს.
როგორც მედია წერს, არიან დაშავებულებიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთის მთავრობის შენობის წინ ვითარება კვლავ დაძაბულია.
საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის წარმოება მასობრივი არეულობების დაწყებისკენ მოწოდებისთვის.
საპროტეტსო აქცია იმართება რუსეთის საელჩოსთანაც, სადაც მოქალაქეები მოსკოვისგან მიმდინარე მოვლენებში ჩარევას ითხოვენ. შეტაკებები დაიწყო რუსეთის საელჩოსთანაც.
19 სექტემბერს, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ ყარაბაღში ლოკალური ხასიათის „ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.