ნათია თურნავას უნდა დაუწესდეს საერთაშორისო სანქციები. პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტი. ქვეყანა ჩააყენა უდიდესი რისკის ქვეშ. ოთარ ფარცხალაძისადმი ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული შეზღუდვები გააუქმა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.
ის ეხმიანება ეროვნული ბანკის განცხადებას, რომლის თანახამდ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს, სავარაუდოდ საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
„საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“, - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.