ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ილჰამ ალიევს მწვანე შუქი აუნთო ნოკოლ ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად.
„ალიევის "ანტიტერორისტული ოპერაცია" სომხების ეთნიკური წმენდის კოდური სიტყვაა. პუტინმა ალიევს მწვანე შუქი აუნთო ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად.
ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დაუწესოს სანქციები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტას და უზრუნველყოს სომხეთის ხელისუფლებისთვის ყველა საჭირო დახმარება“, - წერს ფონ კრამონი ტვიტერში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო. ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.