„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მას ჰკითხეს „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: „გლობალური ომის პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე გვეუბნებიან, რომ არაფრისმომცემ სტატუსს იმ შემთხვევაში მოგვცემენ, თუ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ დავაბრუნებთ“.
„რაც შეეხება, აქ სიღრმეში ვერ შევალ და არ შევალ. უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, რისკები და გეგმები არსებობს, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
კობახიძის თქმით, ოპოზიცია ძალიან სუსტია, ხანდახან სუსტი უფრო საშიშია, რადგან ყველაფერზეა წამსვლელი.
„ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ამ სისუსტემ არ უნდა მოგვადუნოს, ხანდახან სუსტი უფრო საშიშია, რადგან ყველაფერზეა წამსვლელი. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის სისუსტე არაფრის გარანტი არ არის. პირიქით, რისკები ასეთ დროს შეიძლება, გაიზარდოს კიდეც. ამიტომ, რისკები არსებობს. ამაზე იყო საუბარი სწორედ სუს-ის მიერ გაკეთებულ ბრიფინგზე. შესაბამისად, არცერთი წამით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება. ამაში მთლიანად ვეთანხმები „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას“, – განაცხადა კობახიძემ.