JCB ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდია სამშენებლო და მძიმე ტექნიკის წარმოებაში. ინგლისური ბრენდი დღესდღეობით სამშენებლო ტექნიკის უდიდესი ქსელია, რომელსაც 22 ქარხანა აქვს 4 კონტინენტზე, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 750-ზე მეტი დილერი ჰყავს. ყველაფერი კი 1945 წელს უტოქსტერში, პატარა ფარეხში დაიწყო, როდესაც სამეფო საჰაერო ძალებიდან დაბრუნებულმა ჯოზეფ ბემფორდმა შედუღების მოწყობილობა შეიძინა და სპეცტექნიკის შექმნას შეუდგა. ახალდაარსებულ კომპანიას JCB, ანუ J.C. Bamford Excavators Limited-ს ეწოდა, რაც დამფუძნებლის, ჯოზეფ სირილ ბემფორდის სახელს გულისხმობს. ბრენდი დღეს გლობალური ბაზრის ლიდერია და მუდმივად აფართოებს შესაძლებლობების საზღვრებს, რაც თავად ბემფორდის სამუშაო ფილოსოფიას - „არასოდეს დაკმაყოფილდე მიღწეულით“ - ეფუძნება. JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „Tegeta Construction Equipment“-ია.
გლობალური ბრენდი JCB ინდუსტრიული და სასაწყობე ტექნიკის უდიდეს ნაირსახეობას აერთიანებს. კომპანიაში სპეცტექნიკა დიდი არჩევანითაა წარმოდგენილი, მათ შორის შეხვდებით შემდეგს: ბორბლებიანი ექსკავატორი, ექსკავატორ-დამტვირთველი, მუხლუხა ექსკავატორი, ტელესკოპური დამტვირთველი და სხვა.
განვიხილოთ ყველაზე მოთხოვნადი 2 მოდელი:
JCB-ის სამშენებლო ტექნიკის კატეგორიაში გამორჩეულია ექსკავატორ-დამტვირთველი JCB 3CX. ზოგადად, ექსკავატორ-დამტვირთველი გამოირჩევა მულტიფუნქციურობით. მას გამოიყენებენ თოვლსაწმენდი სამუშაოებისთვის, გზის მოსაპირკეთებლად, არხების გასაწმენდად და სხვა არაერთი დანიშნულებით.
3CX ექსკავატორ-დამტვირთველი, თავისი უნივერსალურობიდან გამომდინარე, მრავალი სამუშაოს შესასრულებლად გამოიყენება, იქნება ეს ნგრევა, მშენებლობა, მასალის მცირე რადიუსში ტრანსპორტირება და სხვა. სწორედ ამ თვისების გამო, მოდელი ძალიან მოთხოვნადი და პოპულარულია. ტექნიკა აღჭურვილია Smooth Ride ტექნოლოგიით (რბილი სვლის სისტემა), რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს ტექნიკის წონასწორობასა და ოპერატორის კომფორტს.
3CX, კლასიკური ექსკავატორებისგან განსხვავებით, უფრო მცირე ზომისაა. შესაბამისად, ის უფრო კომპაქტურია და პატარა სივრცეებში მოხერხებულად მუშაობა შეუძლია. JCB 3CX ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და სხვა აგრეგატების ოპტიმიზებული მუშაობა საწვავისა და საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას უზრუნველყოფს. მაბრუნებელი მომენტის ფიქსაციის მოწყობილობა (JCB TorqueLock) საწვავის 25% ეკონომიისა და მოძრაობის სიჩქარის გაზრდის საშუალებას იძლევა.
მაღალტექნოლოგიური ექსკავატორ-დამტვირთველი JCB 1CX, მრავალფუნქციურობასთან ერთად, იდეალურია შეზღუდულ პირობებში მუშაობისთვის. იძლევა სრული კონტროლის შესაძლებლობას, აქვს მაღალი სიმძლავრე და მაქსიმალური პროდუქტიულობა. რაც მთავარია, ნებისმიერი სამუშაოების დროს სანდოობა გარანტირებულია. ამას გარდა, აღნიშნულ მოდელს 1-წლიანი გარანტიაც მოჰყვება.
ექსკავატორ-დამტვირთველი JCB 1CX-ის მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია: თხრის სიღრმე -3080 მმ, ციცხვის მოცულობა - 0.31 მ3, წონა - 3238 კგ, ძრავა - 36.60 კვტ. აღნიშნული მახასიათებლები შექმნილია რთულ პირობებში სამუშაოდ. 1CX მოდელი იყენებს უნიკალურ Quickhitch სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი აღჭურვილობის ცვლას მინიმალური ძალისხმევით.
სამშენებლო სამუშაოები JCB-ის ტექნიკის გარეშე მართლაც წარმოუდგენელია. JCB-ის ტექნიკის სრული ასორტიმენტი და სხვა დამატებითი მოწყობილობები "თეგეტა მოტორსში" შეგიძლია შეიძინო.
უფრო დეტალურ ინფორმაციას გაეცანი საიტზე: https://jcb.ge/
ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 032 299 44 55