საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით წერს, რომ მასთან არანაირი დოკუმენტი არ გადაგზავნილა.
„პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
როგორც ცნობილია, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე კარგავს მოქალაქეობას, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეც ხდება.
ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.
აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.