გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პუტინის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ითხოვს, – “ევროპეისკა პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ ანალენა ბერბოკმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში განაცხადა.
ბერბოკის თქმით, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი უტევს არა მხოლოდ ევროპულ სამშვიდობო წესრიგს, არამედ გაერო-ს წესდებას, გაერო-შიც არ შეიძლება, იყოს ეს „ჩვეულებრივი საქმე“.
„მსოფლიოში კრიზისის მიუხედავად, არა მხოლოდ გაერო-ს წესდებას უნდა შევუწყოთ ხელი, განსაკუთრებით ამ დღეებში, არამედ ერთად უნდა დავიცვათ ის. ქარტია არის ჩვენი სამყარო, ჩვენი სიცოცხლის დაზღვევა მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა ბერბოკმა.
მან რუსული აგრესიის კონტექსტში გამოყო ბავშვების საკითხი, რომლებიც უკრაინიდან რუსეთში გაიტაცეს, ასევე ყურადღება გაამახვილა პუტინის პასუხიმსგებლობის საკითხზე.