ჩვენ დიდი ხანია ვსწავლობთ რუსული ეფ-ეს-ბეს გავლენებს საქართველოში, არა ერთხელ გავასაჯაროვეთ კონკრეტული მტკიცებულებები იმის შესახებ თუ როგორ ეხმარება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციებისგან თავის არიდებაში,“ - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძეკლანის წევრების მეშვეობით მართავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს, ფინანსურ პოლიციას, სტრატეგიულ ობიექტებს, ბათუმისა და ფოთის პორტს.
„ჩვენ დიდი ხანია ვსწავლობთ რუსული ეფ-ეს-ბეს გავლენებს საქართველოში, არა ერთხელ გავასაჯაროვეთ კონკრეტული მტკიცებულებები იმის შესახებ თუ როგორ ეხმარება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციებისგან თავის არიდებაში.
დღეს წარმოგიდგენთ ეფ-ეს-ბე-ს აგენტის ოთარ ფარცხალაძის კლანის წევრებს, რომელთა მეშვეობით ის მართავს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს, ფინანსურ პოლიციას, სტრატეგიულ ობიექტებს, ბათუმისა და ფოთის პორტებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტს ის აკონტროლებს მისი უშუალო ლობირებით დანიშნული კადრის, ვლადიმერ ხუნდაძის ხელით, რომელიც ფორმალურად არის მოადგილე მაგრამ რეალურად ის მართავს ეფ-ეს-ბეს სქემებს ფინანსთა სამინისტროში, ის უზრუნველყოფს სანქცირებული ტვირთების გადაადგილებას შეუფერხებლივ, რადგან უშუალოდ აკონტროლებს საბაჟოს.
მისი უშუალო გავლენის ქვეშ იმყოფება ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი სოსო რამიშვილი. ფარცხალაძე არის ფინანსური პოლიციის რეალური მმართველი, უწყება რომელიც გამოყენებულია ბიზნესის ტერორისთვის და სრულად აკონტროლებს ეკონომიკურ პროცესებს ქვეყანაში.
ეფ-ეს-ბე-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე და გრიგოლ ლილუაშვილი აკონტროლებენ სტრატეგიულ ობიექტებს ქვეყანაში, მათი ლობირებით დაინიშნა ბათუმის ნავთობტერმინალში საეჭვო წარსულის (შევარდნაძის დროინდელი უშიშროების მინისტრის შვილი) და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირი, ვინმე გივი ქუთათელაძე პორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.
ეფ-ეს-ბე-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძის და გრიგოლ ლილუაშვილის უშუალო ლობირებით გაუშვეს ბათუმის ნავთობტერმინალიდან სახელმწიფო დაცვის სამსახური და დღეს პორტს “იცავს” შევარდნაძის პოლიციის დროინდელი მაღალჩინოსნის, სოსო ალავიძის კომპანია. ესეც სავარაუდოდ უშუალოდ ეფ-ე-ბე-ს პირდაპირი მოთხოვნა იყო.
ფოთის პორტს და ნავთობტერმინალს ასევე აკონტროლებს ეფ-ეს-ბე-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე და მისი აღმასრულებელი “ხელი” გრიგოლ ლილუაშვილი, კომპანია პეტროკასით.
ეს არის არასრული სქემა, რუსული ეფ-ეს-ბეს გავლენების საქართველოში, ჩვენ ვაგრძელებთ მოკვლევას, აუცილებლად ვამხელთ ყველა იმ აგენტს, ვინც წარმოადგენს ეფ-ეს-ბე-ს ქსელს საქართველოში და ეხმარება პუტინის ტერორისტულ რეჟიმს, აზიანებს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს . სანქციები შეგეხებათ ყველას და მალე გასამართლდებით სახელმწიფოს ღალატისთვის,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.