ოცნებამ უთხრა ალბათ სუს-ს მოგვეჭრა ფარცხალაძეზე თავი. დავიწვით რუსებთან რომ ვართ ჩახუტებულები და ქენით რამეო. სუს-მაც ამოღერღა სახელმწიფო გადატრიალთბას ამზადებენ ნაცები და უკრაინელებიო, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს,
ელისაშვილი ეხმიანება სუს-ის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“.
„ოცნებამ უთხრა ალბათ სუს-ს მოგვეჭრა ფარცხალაძეზე თავი. დავიწვით რუსებთან რომ ვართ ჩახუტებულები და ქენით რამეო. სუს-მაც ამოღერღა სახელმწიფო გადატრიალთბას ამზადებენ ნაცები და უკრაინელებიო. ეჭვი მაქვს ეხლა რაღაც ჩანაწერებს დადებენ, მარა ნებისიერ შეთხვევაში სუს-ი ძალიან სევდიანი და ღიმილისმომგვრელი სტრუქტურა გახდა.
ოცნება უნდა წავიდეს! ნაცები არ უნდა მოვიდნენ!“ - წერს ალეკო ელისაშვილი.