უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ანდრეევკიისა და კლეშჩეევკისთვის ბრძოლების შედეგად ბახმუტის სამხრეთით რუსეთის თავდაცვის ხაზი გაარღვიეს და სამი რუსული დანაყოფი გაანადგურეს.
სირსკის თქმით, მტერი უშედეგოდ ცდილობდა დაკარგული პოზიციების დაბრუნებას.
„გასულ კვირას დასახლებული პუნქტების ანდრეევკისა და კლეშჩეევკის დაკარგვის შემდეგ, მტერი ახორციელებს მრავალიცხოვან შეტევას სხვადასხვა მიმართულებით და უშედეგოდ ცდილობს დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. ერთი შეხედვით ეს არც თუ დიდი დასახლებები, მნიშვნელოვანი იყო მტრის თავდაცვითი საზღვრისთვის, რომელიც გადაჭიმულია ბახმუტიდან გორლოვკამდე“, - აღნიშნა სირსკიმ.
მისივე თქმით, რუსულმა ძალებმა ყველა არსებული რეზერვი გამოიყენეს.
„ჩვენი ჯარის წარმატებული მოქმედებების შედეგად, გარღვეულია მტრის თავდაცვის ხაზი, რომლის დაკეტვასაც ის ცდილობდა და ამისთვის არსებული რეზერვი გადაისროლა, ბახმუტის მიმართულებით ბრძოლაში მტერმა მთლიანად დაკარგა ბრძოლისუნარიანი, ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული ნაწილები - 72-ე ცალკეული მოტომსროლელთა ბრიგადა, 21-ე და 38-ე ცალკეული სადესანტო-მოერიშე ბრიგადები“, - აღნიშნა სირსკიმ.