"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" საქართველოდან აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის ქვეყნიდან გაპარება უნდა, ან უკვე გააპარა.
"მხოლოდ განცხადება, რომ მოკვლევა დაიწყო, არაფერს ნიშნავს. "ქართულ ოცნებას" სურს გააპაროს ოთარ ფარცხალაძე ქვეყნიდან. კითხვას ვუსვამ საგამოძიებო ორგანოებს, სად იმყოფება ახლა ოთარ ფარცხალაძე? ჩვენი ინფორმაციით, ის ამ სანქციების გამოქვეყნების დღეს საქართველოში იმყოფებოდა. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისთვის საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლების ჩამორთმევა და ამაზე უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, ყველა ის ადამიანი, ვინც მასთან იყო შემხებლობაში, უნდა მოხდეს მათთვის უფლებამოსილებების დროებით მაინც შეჩერება. ეს არის ის სავალდებულო ქმედება, რომელიც საქართველოში ახლა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ. ამის ნაცვლად, ისინი ჩართული არიან რუსული ინტერესების გატარებაში და ცდილობენ, ჯაშუში, რუსეთის ინტერესების გამტარებელი გააპარონ ან უკვე გააპარეს საქართველოდან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.