საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს ახალი წელი წინასწარ მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი ბიუროს სხდომა 2010 წელს ბოლო იქნება.
"ესაა ბოლო სხდომა 2010 წელს, რომელიც ძირითადად ტექნიკური ხასიათისა, რადგან რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა უნდა დავარეგისტრიტოთ. მინდა ჟურნალისტებს წინასწარ მოგილოცოთ ახალი წელი და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ", - აღნიშნა ბაქრაძემ.
რაც შეეხება ახალ ინიციატივებს, დღეს ბიუროს სხდომაზე "საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს შორის საჰაერო მომსახურების შესახებ" შეთანხმების ინიცირება მოხდა.
შეთანხმების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია, ხოლო ავტორი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.