სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია განცხადებას ავრცელებს. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართული პოლიტიკით ცდილობს ქართული ცნობიერებისა და ფასეულობების განადგურება-გადაფასებას.
"ცხადია მისი ფარისევლური და ფამილარული დამოკიდებულება მართმადიდებლური ეკლესია-მონასტრებისა და ერის სულიერი წინამძღოლის ილია მეორის მიმართ. თუმცა პრეზიდენტს საიმისოდ მაინც ჰყოფნის ჭკუა-გონება, რომ გაიაზროს - რა დიდი ავტორიტეტით სარგებლობს პარტიარქი ქართულ საზოგადოებაში და ღიად არც უწმინდესსა და არც საპატრიარქოს არ დაუპირისპირდეს", _ აღნიშნულია განცხადებაში.
ბესელიას განცხადებით, სააკაშვილმა იცის: რომ არა უწმინდესის სასულიერო და სამოქალაქო აქტივობა, რომ არა მისი სიბრძნე და გონიერება, რომ არა უწმინდესის მოძღვრება და მოწოდება მშვიდობისა და ერთიანობისაკენ, საქართველო სისხლისღვრას, ხოლოდ თავად პრეზიდენტი მისი პოლიტიკით გამწარებულ-განადგურებული ხალხისგან ჩაქოლვას ვერ ასცდებოდა.
"მას თვითგადარჩენის ინსტიქტი "აიძულებს", ღიად არ დაუპირისპირდეს საპატრიარქოსა და ერის სულიერ წინამძღოლს, მაგრამ მართმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართული შავბნელი ზრახვები კონკრეტულ პიროვნებებსა და სახელისუფლებო პოლიტიკას დაქვემდებარებულ, ეგრეთწოდებულ არასამთავრებო ორგანიზაციას - "თავისუფლების ინსტიტუტს" გაახმოვანებინოს, _ აღნიშნულია განცხადებაში.
მისი განცხადებით, ანტიმართმადიდებლური და ანტიეროვნული პოლიტიკის გასატარებლად ხელისუფლებამ და "თავისუფლების ინსტიტუტმა" ერთგვარად გადაინაწილეს ფუნქციები. ნაკლებად რეპუტაციის შემლახველს პრეზიდენტი ახმოვანებს, საპატრიარქოს დისკრედიტაციისაკენ თვალსაჩინოდ მიმართულს კი - "თავისუფლების ინსტიტუტი".
"ამის მაგალითებია სოციალურ ქსელებში შეუარამცყოფელი ვიდეორგოლების გავრცელება, პატრიარქის მიმართ შეურაცმყოფელი განცხადებები, ხელისუფლების პროპაგანდად ქცეული სატელევიზიო სიუჟეტები. ეს ყველაფერი ხელისუფლების შენიღბულ ბრძოლას ააშკარავებს საპატრიაქოსა და აპატრიაქის წინააღმდეგ. საზოგადობრივი მაუწყებლის ეთერში დავით პაიჭაძის გადაცემაშიPგამართული დისკუსია, სხვას არაფერს ემსახურებოდა, თუ არა საპატრიარქოს რეპუტაციის შელახვასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, _ აცხადებს ბესელია.