"თავისუფალი დემოკრატები" ჟურნალ "ეკონომისტის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე საუბრობენ.
პარტიის წევრ თეა წულუკიანის განცხადებით, კვლევის შედეგად, დემოკრატიული განვითარების მიხედვით, საქართველო 103-ე ადგილზე მოხვდა და ათბალიან სისტემაში დაბალი შეფასება მიიღო.
"თავისუფალი დემოკრატები" მთავრობას უფრო ეფექტური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ და მზადყოფნას აცხადებენ, თავადაც ჩაერთონ ამ პროცესში.