ცდილობენ გადაფარონ ის, რომ საელჩომ ამხილა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში, გახსოვთ, როგორ აზიანებდა თავის დროზე კელი დენანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა, ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა.
„იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი ასევე ობიექტურად იმუშავებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ავრცელებს ამ დეზინფორმაციას, მაგრამ მათ გასცა პასუხი საელჩომ და რეალურად ამხილა ისინი ტყუილში. მადლობა ამისთვის ამერიკის საელჩოს“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში აშშ-ის საელჩო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.