ამ ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილს კარგად ვიცნობთ, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობაზე მისი ტრფობის შესახებაც ვიცით, თუმცა მეშინია, თავდაცვის სამინისტრომ ირაკლი ღარიბაშვილის „გაპრავების“ მიზნით ისეთი დოკუმენტები არ გამოაქვეყნოს, რომ შემდეგ დასაჭერები გახდნენ ამ დოკუმენტების ავტორები, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, „ასე ხელაღებით მიშასთან ბრძოლის ფარგლებში ყველაფრის გამოქვეყნება სწორი გადაწყვეტილება არ არის“.
„თავდაცვის ხომალდებით მთავარსარდლის ფრენა პრობლემას არ წარმოადგენს, თუ რასაკვირველია, მთავარსარდალი პირად საქმეზე არ „დაკატაობს“. აქედან გამომდინარე, ფრთხილად იყვნენ არ გაიშარონ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.