ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობას ოფიციალურად ხვალიდან შეუდგება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მანჯგალაძე აღნიშნულ თანამდებობაზე გადასვლას უკვე დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ მანანა მანჯგალაძე ტელეკომპანია "იმედში", საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკის" წამყვანად მუშაობდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა კი ვაკანტური რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ გახდა, რაც ვანო ნონიაშვილი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა.