აბსოლუტურად ვაცნობიერებ და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, მე განვაცხადე შემდეგი, რომ პირველ რიგში, შეეშვით მშობლების და ოჯახების შეურაცხყოფას, ჩვენ შევეგუეთ და გვაქვს თმენის ვალდებულება, რომელიც არსად წერია, მაგრამ ეს ჩვენი კეთილი ნებაა და ვითმენთ შეურაცხყოფას, პასკვილებს, ათასგვარ სისულელეს, რომელსაც გვაბრალებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„ჩვენ მშობლებისადმი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას არასოდეს შევეგუებით. ეს იქნება პრემიერ-მინისტრი, თუ ეს იქნება ნებისმიერი რიგითი მოქალაქე, ეს ყველასთვის ერთნაირად მტკივნეულია, ისევე როგორც თითოეული თქვენგანისთვის. ბუნებრივია, ვიღაცას აქვს დანაზოგი, ვიღაცას არ აქვს დანაზოგი. რატომ გვიკვირს თუ აქვს ადამიანს რაიმე დანაზოგი, იმ ადამიანს, რომელსაც არ უმუქთახორია, მთელი ცხოვრება უშრომია და ახლა დაუდგა ისეთი მომენტი, რომ შვილიშვილს შეიძლება მნიშვნელოვან საეტაპო პერიოდში, გარკვეულად დაეხმაროს, რა არის ამაში გულისგასახეთქი და შესაშური-თქო“, – განაცხადა ოდიშარია.