მიხაილო პოდოლიაკი ანალიზს უკეთებს ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ოლექსანდრ შულგამ განუცხადა.
შულგას კითხვა დაუსვეს პოდოლიაკის განცხადებაზე, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთი შანსიც კი არ აქვს“
„ბატონი პოდოლიაკი ანალიზს უკეთებს იმ სიტუაციას, რომელიც ახლა არის საქართველოში. ანალიზს უკეთებს ყველა იმ ნაბიჯს, რომლებსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მისი შეფასებები მოცემულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს არის ის, რაც შემიძლია, ვთქვა“, – განაცხადა ოლექსანდრ შულგამ.