უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს ყველაზე ამაზრზენს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთი შანსიც კი არ აქვს.
„ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს არ ექნება შესაძლებლობა გახდეს ევროკავშირის წევრი, ევროპული ღირებულებების უარყოფის, მაქსიმალურად პრორუსული, გენოციდური ტიპის ქმედებების გამო, ის ამცირებს საკუთარ ექსპ-პრეზიდენტს, ამცირებს მოქმედ პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ის იმპიჩმენტის კანონის მოქმედების სამიზნე ხდება და ექვემდებარება „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველაზე ამაზრზენ ქმედებებს. საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი გახდეს ევროპული საზოგადოების წევრი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკმა ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის ვიზიტზეც.
პოდოლიაკის თქმით, ევროპელი დიპლომატი ცდილობდა პოტენციური პარტნიორების სწორ გზაზე დაყენებას.
„ბორელმა მკაფიოდ აუხსნა მათ, რომ რუსეთის გვედრით, რუსეთის მიმართულებით სვლა ნიშნავს სვლას ცნობილი ხომალდისკენ. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ძალიან სულელი უნდა იყო, არ გესმოდეს საით მიგყავს შენი ქვეყანა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.