ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის
კომიტეტის თავმჯდომარე დიკ მარტი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას პარლამენტში გამართავს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიკ მარტი თბილისს, დღეს, 23:30 საათზე ეწვევა, ხოლო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ, 21 დეკემბრიდან დაიწყებს.
ევროსაბჭოს წარმომადგენელი ხვალ, 10:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის წევრებს შეხვდება, რის შემდეგაც სახელმწიფო კანცელარიაში გაემგზავრება.
კანცელარიაში ევროპელი დიპლომატი 11:00 საათზე ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, ეკა ტყეშელაშვილს და 12:00 საათზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა
ბოკერიას შეხვდება.
ევროსაბჭოს დელეგაცია თბილისს, ხვალვე, 16:25 საათზე დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, დიკ მარტის ვიზიტი 17 იანვარს დაგეგმილ ევროსაბჭოს შემაჯამებელი სხდომისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება.