მანამდე გვერდები არ აუდგეს არც ერთ მათგანს, იმპიჩმენტი ვერ მოახერხონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მას ჟურნალისტებმა „ლელოს“ განცხადებაზე ჰკითხეს, რომელიც პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს.
„მანამდე გვერდები არ აუდგეს არც ერთ მათგანს, იმპიჩმენტი ვერ მოახერხონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის. როდესაც ადამიანი არაფერში არ არის დამნაშავე და იმოქმედა კანონმდებლობის მიხედვით, გამოიყენა ის შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა ის კომპანია, რომლის ბალანსზეც არის ეს ბორტი, ახლა „ლელოს“ რა დაესიზმრება თუ სხვა პარტიას, ჩვენ ამის მიხედვით ნამდვილად ვერ ვიმოქმედებთ, ვერ მივიღებთ სერიოზულად ამას მხედველობაში“,- აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.