აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამერიკის ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმისგან დამოუკიდებლად თუ ვინ გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ამის შესახებ მან BBC-ის პროგრამა Newsnight-თან ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში რაისმა ისაუბრა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეც. მან გაიხსენა ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების პირადი გამოცდილება და განმარტა მიზეზები დასავლეთის გადაუწყვეტელობის შესახებ დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის 2008 წელს საქართველში შემოჭრის შემდეგ.
ჟურნალისტმა კონდოლიზა რაისს ჰკითხა აღიარებს თუ არა ის, რომ ვაშინგტონს ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა არასაკმარისი დიპლომატიური რეაქციის გამო 2008 წელს საქართველოში რუსული ჯარის შეჭრაზე, როდესაც კონდლიზა რაისი ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.
რაისმა შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ 2008 წელს მსოფლიში მწვავე ფინანსური კრიზისი იყო, რაც ართულებდა მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას.
მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შესაძლოა, მოხარული ყოფილიყო საქართველოსთვის უფრო მეტი დახმარება გაეწია, მაგრამ რეალურად მსოფლიოში ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობდა.
რაისის თქმით, პუტინი იმპერიული აზროვნებით არის მოცული.
კრემლის განცხადებები, საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც მას თითქოს ნატო-ს გაფართოება უქმნის, მხოლოდ მოსკოვის ჭეშმარიტი მიზნების შენიღბვაა. რაისი ამბობს, რომ პუტინი თავის ისტორიულ როლს რუსეთის უფრო სწორად კი საბჭოთა იმპერიის აღდგენაში ხედავს.
”მე მას საკმაოდ კარგად ვიცნობდი წლების განმავლობაში. მის ირგვლივ ყოველთვის იყვნენ ადამიანები, საკმარისად ძლიერი ფიგურები, რომლებსაც მისთვის სიმართლის თქმა შეეძლოთ. მაგრამ პუტინის გარემოცვაში სხვა ხალხიც იყო და ახლა მხოლოდ ისინი დარჩნენ. ესენი არიან უპირობო შემსრულებლები. პუტინმა პანდემია გაატარა „თანამედროვე რასპუტინებთან“ კომუნიკაციაში, რომლებიც ეჩურჩულებოდნენ რუსეთის პრეზიდენტს მის „მემკვიდრეობაზე“. მის, ასე ვთქვათ, „დანიშნულებაზე“, „ისტორიულ როლზე“ - აღედგინა რუსეთის იმპერია. და რაღაც მომენტში ის უბრალოდ შეიპყრო განდიდების მანიამ და მთლიანად დაკარგა თავისი ქმედებების შედეგების განსაზღვრის უნარი", - განაცხადა კონდოლიზა რაისმა.