ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი მოსკოვს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
კარლ ბილდტის შეფასებით, რუსეთს შეთანხმების თანახმად საკუთარი ჯარები ომამდე არსებულ პოზიციებზე უნდა დაებრუნებინა, თუმცა ეს არ გააკეთა.
ამასთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება მარიონეტულ რეჟიმებთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელსუფლებას დამოუკიდებელ ერთეულად ვერ აღიქვამს.
"ნათელია, რომ ისინი სულ მოსკოვში მოგზაურობენ, იქედან ფინანსებს იღებენ, ამიტომ დამოუკიდებელ ხელისუფლებას არ წარმოადგენენ", - განაცხადა კარლ ბილდტმა.