დღეს, 20 დეკემბერს, თბილისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელი დიკ მარტი ეწვევა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, დიკ მარტის საქართველოში ვიზიტი 17 იანვარს სტრასბურგში დაგეგმილი შემაჯამებელი სხდომის მოსამზადებელი სამუშაოებს უკავშირდება.
"ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს წარმომდგენელი უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერია და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს შეხვდება, სადაც მას ორგანიზაციის საბოლოო რეზოლუციაში ქართული მხარის პოზიციებს გააცნობენ. ეს კი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გვეძლევა საშუალება ჩვენი შეხედულების და ხედვა გავაცნოთ", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, 17 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მიღებული რეზოლუციების შესრულება-არშესრულების საკითხები განიხილება, ასევე დღის წესრიგში შეტანილია ომის შემდგომი პერიოდის შესახებ მომზადებული მონიტორინგის შედეგების გაცნობა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელი დიკ მარტი დღეს მოსკოვსაც ეწვევა.