კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო – განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა. ეს იყო სულ! – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ მიმართვას ეხმაურება.
„კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო - განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა.
ეს იყო სულ!
არც კი უცდია, ახლა მაინც ეღიარებინა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს!
დაიმახსოვრეთ, მის ამ განცხადებასაც კი მხარს დაუჭერენ, ეს არის დავალების მიმღების ხვედრი…
საქართველოს დავალებებით ვერასდროს ვეღარავინ მართავს!
ამ მოცემულობის გათვალისწინებით გახდება ის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ამაყი და ღირსეული წევრი!“,- წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე მამუკა მდინარაძე.