სამართლებრივად არაერთხელ იქნა განმარტებული, შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში და, შესაბამისად, ყველა ვალდებულია, თითოეული მოქალაქე, თითოეული პასუხისმგებელი პირი, საქართველოს უმთავრეს კანონს პატივი სცეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრეზიდენტის მიმართ დაწყებულ იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.
„დაველოდოთ დღევანდელ მიმართვას, ამ საკითხის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან არაფერ კავშირში არ არის და მოგიწოდებთ, რომ არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა ძალიან ცალსახა, გასაგები განცხადება როგორც პარლამენტის მხრიდან, ისე საქართველოს პრემიერის მხრიდან. შესაბამისად, დავრჩეთ ამ გაკეთებულ განცხადებებში. სამართლებრივად არაერთხელ იქნა განმარტებული, შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში და, შესაბამისად, ყველა ვალდებულია, თითოეული მოქალაქე, თითოეული პასუხისმგებელი პირი, საქართველოს უმთავრეს კანონს პატივი სცეს. ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, რომ პატივი ვცეთ და შევასრულოთ საქართველოს კონსტიტუცია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.