გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ მორიგ სკანდალურ მასალასთან დაკავშირებით "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი და სტატიის მთავარი ადრესატი ლევან გაჩეჩილაძე განცხადებას დღეს გააკეთებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ქართული პარტიიდან" აცნობეს, საგანგებო პრესკონფერენცია, პარტიის ოფისში 16:00 საათზე დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ "ასავალ-დასავალსა" და გაჩეჩილაძეს შორის დაპირისპირება გრძელდება. გაზეთმა "წყაროს" ვინაობა დაასახელა და მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. "ასავალ-დასავალის" ინფორმატორი სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე აღმოჩნდა. ის სკანდალური საქმის მეორე ნაწილში ამტკიცებს, რომ 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრას, რომელიც შავნაბადაზე გაიმართა, თავადაც ესწრებოდა.
"გრეჩიხა უმტკიცებს სააკაშვილს, რომ შეუძლია გადმოაყუდოს. სააკაშვილი ეუბნება, რა გინდა, რა გაგიკეთო? "გრეჩიხა" ამ დროს ხმას არ იღებს და როგორც მერე ვნახე, ფურცელზე უწერდა თავის პირობებს. "გრეჩიხა" რომ წავიდა, მან ფურცელი გამომიწოდა და აჰა, წაიკითხე, რა მომთხოვაო",- აღნიშნავს ბიწაძე.