უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოც გახდებიან ევროკავშირის წევრები, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზე საუბრისას.
"ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოც გახდებიან ევროკავშირის წევრები. არ ვიცი, იქნებოდა თუ არა ვინმე მზად ამაზე ფსონების დასადებად ხუთი წლის წინ, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა უნდა გადავდგათ გაბედული ნაბიჯები, რათა უზრუნველვყოთ, რომ მომავლის ევროკავშირი 30-ზე მეტი წევრით იყოს გაძლიერებული", - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.