რუსეთი თვლის, რომ საქართველოს მხრიდან შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივა მას არ ეხება.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ჟენევის მოლაპარაკებების მე-14 რაუნდის შეფასებისას აღნიშნა.
"ეს იყო პირველი რაუნდი მას შემდეგ, რაც საქართველოს მხრიდან სამშვიდობო ინიციატივა გაცხადდა. შესაბამისად ჩვენც და საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინიც განსაკუთრებული იყო, მაგრამ სამწუხაროდ კონფლიქტის მეორე მხარეს, რომლისგანაც მსოფლიო ელოდა, რომ კონსტრუქციულ ნაბიჯს გადადგამდა, მოლაპარაკებზე არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, რუსული მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ საოკუპაციო ხაზი კიდევ უფრო ქვეყნის სიღრმეში გადმოიტანოს და კიდევ უფრო გაამყაროს ე.წ. ლეგიტიმურობის მცდელობის ნაბიჯები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
"ჟენევის მოლაპარაკებზე რუსეთს საჯაროდაც უკიდურესად არაკოსტრუქციული დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო ინიციატივაზე. მათ აქვთ განწყობა, რომ ეს ინიციატივა არ არის მათი მისამართით გამოთქმული და საპასუხო რეაგირებას არ საჭიროებს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცივლიზებული მსოფლიო მოუწოდებს ადეკვატური ნაბიჯები გადაგას ამ მიმართულებით", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
კალანდაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქართული მხარის მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთზე ზეწოლა კიდევ გააქტიუროს, რომ აღებული ვალდებულებები შეასრულოს.