ბაფტისტური ეკლესიის წარმომადგენკებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბის სკოლა - პანსიონში ლიტერატურა გაავრცელეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნათელა კოჭლამაზაშვილმა განუცხადა, ბაფტისტები სკოლას ძალიან ეხმარებიან და აქტიურად თანამშრომლობენ.
„თითოეულ ბავშვზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველდღიურად 3 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით მხოლოდ ბავშვების გამოკვებას ვახერხებთ, სხვას ვერაფერს. რომ არა ბაფტისტების მხარდაჭერა, ბავშვებს ბევრი რამ მოაკლდებოდათ. ამ ზაფხულს, ბაფტისტების დაფინანსებით, 25 ბავშვი და რამდენიმე მასწავლებელი დასასვენებლად ზღვაზე იმყოფებოდნენ. ბავშვებს სხვა სახის საჩუქრებსაც უკეთებენ", - აღნიშნა ნათელა კოჭლამაზაშვილმა.
ბოდბის სკოლა - პანსიონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 56 ბავშვი ირიცხება