დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მგელმა 5 წლის ბავშვი დაკბინა. შემთხვევა დასახლებულ პუნქტში, ქუჩაში მოხდა. ბავშვს ნაკბენი მუცელზე და კიდურებზე აქვს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ერნს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს,მოზარდს ცოფის საწინააღმდეგო აცრა დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ექიმის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 10 დღეში რაიმე სახის გართულება გამოვლინდა, ბავშვი შესაბამის სამკურნალო კურსს გაივლის.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, სოფელ სამთაწყაროში, რომელიც მდინარე ალაზნის პირას, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს, მგლები თავს მუმლაძეების ოჯახს დაესხნენ და საქონელი დახოცეს.