სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო წელსაც არ იმსახუხრებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს სახელმწიფოს გაძლიერების მიზანი, მათ შორის საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერების და საქართველოს პრეზიდენტს ამის საპირისპირო მიზანი აქვს,
„სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო წელსაც არ იმსახუხრებს კანდიდატის სტატუსს. გგონიათ, სულელები სხედან ევროკავშირში? ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს – ეს ხომ სისულელეა. ასე ხომ არ იღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები. მათთვის მნიშვნელოვანია, რას აკეთებს ხელისუფლება. ხალხი და ხელისუფლება არის ერთი და იგივე, რადგან ხალხი ირჩევს ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ეს მესიჯი, რომ ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს, გაყიდვადი არ არის, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. თუ ხელისუფლება არ იმსახურებს, ეს სტატუსი რატომ უნდა მოგვენიჭოს. არ მოგვენიჭება და სწორედ ამას ამბობს სალომე ზურაბიშვილი. ის პირდაპირ, უხეშად უპირისპირდება კანდიდატის სტატუსის მონიჭების ინტერესს. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი, რომ დეკემბერში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.