მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, გერმანიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.
„მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა. გერმანიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. ქართველ ხალხს ევროპული მომავლის სჯერა“, – წერს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გუშინ, 31 აგვისტოს შეხვდა.