„ნაცმოძრაობა“ კოორდინაციაშია სალომე ზურაბიშვილთან და შესაბამისად, მათი მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურაზე მხარდაჭერა გამორიცხულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გარეშე იმპიჩმენტის პროცესი ვერ დასრულდება შესაბამისი შედეგით.
„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ანუ „ნაცმოძრაობას“, ბუნებრივია, ისინი არიან კოორდინაციაში სალომე ზურაბიშვილთან და შესაბამისად, მათი მხრიდან მხარდაჭერა გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ვიმოქმედოთ კონსტიტუციის მიმართ პასუხისმგებლობით. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოცანა. ჩვენ გექნება ერთადერთი მცდელობა, რომ მაქსიმალურად მობილიზებული ვიყოთ ამ კენჭისყრაზე, ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვმუშაობთ რადიკალურ ოპოზიციასთან, იგივე სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.