საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება. შეხვედრა გერმანიაში უკვე დაიწყო.
ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად პრეზიდენტი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს იწყებს. თუმცა მას საქართველოს მთავრობამ ამის ნებართვა არ მისცა. მთავრობის ინფორმაციით, ზურაბიშვილს წერილობით უარი 10 ქვეყანაში ვიზიტზე ეთქვა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის“ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია უხეშად დაარღვია და ხელისუფლებას ამაზე რეაგირება ექნება.