მწერალსა და მთარგმნელს დათო ბარბაქაძეს გერმანულენოვანი პოეზიის თარგმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მარბურგის ახალი ლიტერატურული საზოგადოების 2023 წლის ლიტერატურული პრემია მიენიჭა.
პრემიის მიღება ქართველ მწერალს პირადად მიულოცა მარბურგის მერმა, დოქტორმა თომას შპისმა. აღნიშნული პრემია გერმანელ და უცხოელ მწერლებს, კულტუროლოგებსა და მთარგმნელებს ორ წელიწადში ერთხელ გადაეცემათ. სხვადასხვა დროს ეს პრემია მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ გერმანელ მწერლებს, როგორებიც არიან, მაგალითად, მარტინ მოზებახი და რიუდიგერ საფრანსკი.