კიევში რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ ორი პირი.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კიევის შევჩენკოს რაიონში ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ნამსხვრევები ჩამოცვივდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე.
ასევე კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ტელეგრამ-არხზე წერს, რომ შევჩენკოს რაიონში შუშის ნამსხვრევების შედეგად დაშავდა 24 წლის გოგო, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.