ნიკა გვარამია 2012 წლამდე პირდაპირ ჩართული იყო ბიზნესის რეკეტის საქმეებში, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ყაჩაღურად მიტაცებაში და შემდეგ ყაჩაღურად მიტაცებულ „რუსთავი “-ს მართავდა. ასეთ ადამიანებს არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვთ, ევროკავშირზე ისაუბრონ. ისინი თავიდან ბოლომდე არიან ევროპულ ღირებულებებს დაცილებული და არიან ანტიევროკავშირი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს, საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ოპოზიციას არანაირად არ სურს, რომ საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამ შემთხვევაში ეს გვარამიას მხრიდან კიდევ ერთი წამოცდენა იყო. რაც შეეხება გვარამიას, შეგახსენებთ, ვინ არის – ეს არის ადამიანი, რომელიც 2012 წლამდე პირდაპირ ჩართული იყო ბიზნესის რეკეტის საქმეებში, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ყაჩაღურად მიტაცებაში და შემდეგ ყაჩაღურად მიტაცებულ „რუსთავი 2“-ს მართავდა. ასეთი ადამიანები, ყაჩაღები არიან ანტიევროკავშირი. ამ ადამიანებს არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვთ, რომ ევროკავშირზე საერთოდ ისაუბრონ. ისინი თავიდან ბოლომდე არიან ევროპულ ღირებულებებს დაცილებული და არიან ანტიევროკავშირი“, – განაცხადა კობახიძემ.
ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „სტატუსს წელს თუ ვერ მივიღებთ, არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება, დაიხურება „ქართული ოცნება“, ხოლო საქართველოს ევროკავშირში 2024 წელს ახალი ხელისუფლება შეიყვანს“.