ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მოსალოცად საქართველოდან საინგილოში უამრავი ადამიანია ჩასული, - იტყობინება კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი საინგილოდან.
მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა ავტომანქანების მოძრაობა საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე. ლაგოდეხის საბაჟო - გამშვებ პუნქტზე ამ დროისთვისაც რიგი დგას.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის ხელისუფლება, საინგილოში, კახის რაიონში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის კარს წელიწადში ორჯერ, გიორგობის დღესასწაულზე, 6 მაისს და 23 ნოემბერს აღებს. სხვა დროს ეკლესიის კარი დაკეტილია და საინგილოში მცხოვრებ მართლმადიდებლებს იქ შესვლის საშუალება არ ეძლევათ.