უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გადატანის შემთხვევაში უკრაინა რისკავს დაკარგოს დასავლეთის ქვეყნების დახმარება.
ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.
ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა, უნდა გადაინაცვლოს თუ არა ომმა რუსეთის ტერიტორიაზე, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა: „ეს დიდი რისკია, ჩვენ მარტო დავრჩებით“.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ცდილობს თავისკენ მიიმხროს არა მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომლებიც ომის დაწყების დღიდან მხარს უჭერენ, არამედ ის ქვეყნებიც, რომლებიც უკრაინას შორიდან უყურებდნენ.
„ომის დროს რაღავ ნაბიჯების, რაღაც ქიმიის, რაღაც ურთიერთობების წყალობით, ჩვენ დავიახლოვეთ {ქვეყნები} და ზოგიერთი უკვე ჩვენს მხარესაა. მათთვის ეს მტკივნეული საკითხია - სხვის ტერიტორიაზე შესვლა, ამიტომაც გვიჭერენ მხარს და ამბობენ: „ეს დაუშვებელია“.
არიან დიდი სახელმწიფოები, ძალიან დიდი სახელმწიფოები, რომლებისთვისაც არსებობს მხოლოდ ერთი საკითხი, რის გამოც ისინი არ არიან რუსეთის მხარეს - ეს არის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა. თუ მე განზრახ გავგზავნი ჯარს და რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის გადაწყვეტილებას მივიღებ, ზუსტად უნდა გავიაზრო, რომ ჩემს გვერდით ეს სახელმწიფო არ იდგება. უნდა იფიქრო რა არის მნიშვნელოვანი ხალხისთვის და უკრაინისთვის“, - თქვა ზელენსკიმ.