რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ქართველი ხალხი და მისი უძველესი კულტურა რუსეთთან ახლოსაა.
მედედევმა უპასუხა რუსული სააგენტო „ტასის“ შეკითხვას - პირადად რა დამოკიდებულება აქვს მას საქართველოსთან, მის კულტურასთან და ტრადიციებთან.
„ბუნებრივია, კარგი, მაქსიმალურად პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს“, - განაცხადა მან.
„უძველესო ხალხია, უძველესი კულტურა, ძალიან ახლოსაა ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ მრავალი წელია მეზობლები ვართ, მათ დიდი დიასპორა ჰყავთ ჩვენს ქვეყანაში. და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ქართულ კულტურასთან, აღიქმება, როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი. მაგალითად, თუ ინტერნეტში მონახავთ მწვადს ან მსგავს რამეს, ბევრ ქვეყანაში ის აღქმულია არა როგორც კავკასიური სამზარეულოს, არამედ საერთო რუსული სამზარეულოს ნაწილი“, განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, თუმცა იგივე ეხება მუსიკას და კულტურას.
„ამიტომ, რაც უფრო მალე მოხდება ურთიერთობების სრული ნორმალიზება, მით უკეთესი“, - განაცხადა მედვედევმა.