რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ რუსეთი და საქართველო ისევ იმეგობრებენ.
“ეს დრო რა თქმა უნდა დადგება. აი, როდის დადგება - არ ვიცი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის შორს არ არის“, - ასე უპასუხა მედედევმა რუსულ პროპაგანდისტულ სააგენტო „ტასის“ შეკითხვას, დადგება, თუ არა დღე, როდესაც ქვეყნები მეგობრულ ურთიერთობებს დაუბრუნდებიან.