შოვის სტიქიის დროს დაღუპული ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი - ლუკა, ანასტასია და ანდრია დუდაშვილები საბურთალოს სასაფლაოზე დაკრაძლეს. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა.
მამა - გიორგი დუდაშვილი ოჯახის წევრებს 3 აგვისტოს შემდეგ ეძებდა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
სტიქიის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
ფოტო: რადიო თავისუფლება