მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ამტკიცებს, რომ 26 აგვისტოს ღამით, მოსკოვის გარეუბანში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
მისი განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი ისტრის რაიონში განადგურდა.
როგორც სობიანინი იუწყება, თავდასხმას ნგრევა არ მოჰყოლია და არც არავინ დაშავებულა.