ამერიკის ომის შემსაწავლელი ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ევგენი პრიგოჟინისა და დმიტრი უტკინის სავარაუდო მკვლელობის შემდეგ, დიდი ალბათობით როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა, აღარ იარსებებს.
უცნობია, აპირებს თუ არა კრემლი სრულად დაშალოს „ვაგნერი“ ან შექმნას მისგან მცირე ორგანიზაცია, რომელიც სრულად დაექვემდებარება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ „ვაგნერის“ აღდგენა, როგორც კვაზიდამოუკიდებელი ორგანიზაციის, კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი მეთაურით - შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო.
ინსტიტში ასევე აღნიშნავენ, რომ „ვაგნერის“ მეთაურებს პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ არ გამოუქვეყნებიათ ოფიციალური განცხადება. „ვაგნერის“ მეთაურების დუმილი შესაძლებელია უკავშირდებოდეს მათ რიგებში ქაოსსა და დაბნეულობას ან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ბრძანებას შეინარჩუნონ სიჩუმე.
ამასთან, ISW-ში აღნიშნავენ, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელების მკვლელობა აშკარას ხდის, რომ კრემლი მტრულად მოექცევა მათ, ვინც ეცდება თავიანთი პარალელური სამხედრო დაჯგუფებების დამოუკიდბელობის უზრუნველყოფას.
ინსტიტუში ასევე ამბობენ, რომ უტკნის სიკვდილი, სავარაუდოდ დიდხანს ემახსოვრებათ „ვაგნერის“ წარმომადგენლებს. ISW-ში უკვე დიდი ხანია აღნიშნავდნენ, რომ პუტინი თავს იკავებდა პრიგოჟინის ჩამოშორებისგან „ვაგნერის“ მებრძოლებში მღელვარების გაზრდის საფრთხის გამო.
თუმცა ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ უტკინის მკვლელობით გამოწვეუკლი აღშფოთება შესაძლოა, გახდეს მომავალი კონფლიქტების მიზეზი რუს სამხედროებსა და „ვაგნერის“ მებრძოლებს შორის. თუმცა „ვაგნერის“ თანამშრომლები სავარაუდოდ, არ დაიწყებენ სწრაფ მოქმედედებს მათ წინააღმდეგ, ვინც მათი აზრით პასუხისმგებელია უტკინის მკვლელობაზე.