მიხეილ სააკაშვილის სახელით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ.
„ჩამოვედი მიხეილ სააკაშვილის სახელით ბათუმში. მოვისმენ თითოეული მოქალაქის მოსაზრებას, რომელიც მივა მიხეილ სააკაშვილამდე,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ
მან რეგიონული კამპანია დაიწყო ბათუმიდან. ამ კამპანიის ფარგლებში სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს პირადად შეხვდება და მათ გზავნილებს „ვივამედში“ მიიტანს.
„ჩამოვედი მიხეილ სააკაშვილის სახელით, ჩამოვედი რომ შევხდე ბათუმის მოქალაქეებს, მოვისმინო მათი პოზიცია თუ როგორ ხედავენ, რა პრობლემები აქვთ, როგორ ხედავენ ამ რთული გზის დასაწყისს, რადგან ძალიან მძიმე პროცესებში შევდივართ, ძალიან რთული პროცესები იწყება. ეს არის ის მომენტი, როდესაც უნდა ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას, უნდა დავიცვათ გარუსებისგან ჩვენი. მე მოვისმენ თითოეული მოქალაქის მოსაზრებას, რომელიც მივა მიხეილ სააკაშვილამდე.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.