ხვალ უკრაინასთან ერთად მთელი ცივილიზებული სამყარო აღნიშნავს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმყოფებით აქ, წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, რადგან „რუსული ოცნება“ ჩამოყალიბებულია თავის პოზიციაში - ისინი ომის დაწყების დღიდან არიან პუტინის მხარეს,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.
როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, დელეგაცია, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, პარლამენტის წევრი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და პარლამენტის წევრი დავით ხაჯიშვილი უკრაინაში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გასამართ ღონისძიებას დაესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.
„ხვალ უკრაინასთან ერთად მთელი ცივილიზებული, პროგრესული სამყარო აღნიშნავს ამ ქვეყნის, ამ ერის, ამ ნაციის დამოუკიდებლობის დღეს. იმიტომ რომ ესენი დღეს, ბოლო წელიწად ნახევარია რეალურად მართლაც იბრძვიან თავისუფლებისთვის რუსული მარწუხებისგან, რუსული იმპერიისგან თავისუფლებისთვის. უნდა ითქვას, რომ მთელი მსოფლიო პრაქტიკულად გაიყო ორად- შავად და თეთრად. რუხი ზონები დარჩა, მხოლოდ შორეულ აფრიკაში და შეიძლება ლათინურ ამერიკაში. ჩვენს რეგიონში ყველაფერი არის ძალიან კარგად და მკაფიოდ გარკვეული - შავი და თეთრი. ამ დროს ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩამოვედით. ოპოზიციას, ქართველ ხალხს წარმოვადგენთ კიევში და უკრაინაში, იმიტომ რომ ეს ერი, ჩვენი ქართველი ხალხი არის ის ძალა, რომელიც არ აძლევს „რუსულ ოცნებას“ საშუალებას რომ მთლიანად გადაეშვას რუსეთის მარწუხებში და გახდეს რუსული გუბერნიის შემადგენელი ნაწილი. ამიტომაც ამ ხალხის წარმომადგენლები ვართ ჩვენ ეს დღეები კიევში, იმიტომ რომ თვითონ „რუსული ოცნება“ ჩამოყალიბებულია თავის პოზიციაში. ისინი რუსული აგრესიის პირველივე დღიდან ვლადიმiრ პუტინს გულშემატკივრობენ და მათი ადგილი აქ არ არის. ისინი აქ არც თვითონ ჩამოდიან და არც უკრაინული მხარის მიერ არიან მოწვეულები,“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.