საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მომხდარი ავარიის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა.
მთავარი არხის ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი "ჰონდა"-ს მარკის მანქანა მოცურდა. რის შედეგადაც ჯერ მსუბუქ მანქანას, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა. 32 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა.
დაშავდა 7 მგზავრი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.